შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ოკრიბელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს. 1984–1986წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1987–1988წწ. - მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიის განყოფილების უფროსი ლაბორანტი; 1988–1992წწ. - ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1992–1993წწ. - უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1993–1995წწ. - სწავლული მდივანი; 1995-2010 წწ. - მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, სამეცნიერო დირექტორი); 2004 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2004 -2007წწ - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2007-2008წწ. - სსიპ "ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტო“, უფროსის მრჩეველი და პროგრამის კონსულტანტი; 2011-2015წწ. - თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი, შპს "უნიმედ-კახეთი”, ფსიქიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2015 წლიდან შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“, გენერალური დირექტორის მოადგილე კლინიკურ დარგში; 2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფსიქიატრიის და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი; 2019 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება ბიოლოგიური, სოციალური ფსიქიატრიისა და მოსაზღვრე მდგომარეობათა პრობლემებს. ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შიზოფრენიით დაავადებულთა პლაზმის ბიოლოგიური თვისებები და სისხლის ფორმიანი ელემენტების სტრუქტურული თავისებურებანი მკურნალობამდე და ფსიქოტროპული პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პოსტტრავმული სტრესული აშლილობის კლინიკო-ფენომენოლოგიური თავისებურებანი იძულებით ადგილნაცვალ პირებში", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.227; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.357; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |