The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ოქროპირიძე

თამარ ოქროპირიძე
დაბადების თარიღი:17 აპრილი, 1964  (61 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1988 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი.

1981-1983წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრის პრეპარატორი; 1988-1989წწ. რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი; 1989-1994წწ. თბილისის №3 სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი; 1994-1995წწ. თბილისის №9 სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი; 1995-1997წწ. სდასუს სტომატოლოგიური კლინიკის მთავარი ექიმი; 1997-2002წწ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2002 წლიდან საასწავლო უნივერსიტეტი გეომედის სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2004-2009წწ. თერაპიული სტომატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის ლოკალური ხელმძღვანელი, 2010-2017წწ. ამავე პროგრამის დირექტორი; 2013 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი; მონაწილეობას ღებულობს სამეცნიერო საგრანტო პროექტებსა და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში; არის აკრედიტებული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის კოორდინატორი სათაურით "ოსტეოპლასტიური მასალების გამოყენება პაროდონტოლოგიაში"; 91 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათგან -  4 სახელმძღვანელო, 2 პატენტი, 3 საავტორო უფლება, რომელთაგან ერთი არის სასწავლო კომპიუტერული პროგრამა სტუდენტებისათვის თერაპიულ სტომატოლოგიაში, რეფერირებად ჟურნალებში დაბეჭდილია 42 სამეცნიერო ნაშრომი; 7 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და 9 საკანდიდატო დისერტაციის ოპონირება, ექსპერტიზა, რეცენზირება.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პერიოდონტიტების მკურნალობა ლაზერის სხივების გამოყენებით", დაიცვა 1995 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ოსტეოგენეზის მასტიმულირებელი საშუალებებისა და პლაზმური თერაპიის გამოყენება პერიოდონტიტებისა  და პაროდონტიტის კომპლექსურ მკურნალობაში და მათი თერაპიული ეფექტების მორფოფუნქციური კორელაცია", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.231

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ინტერნეტ ჟურნალის - BLACK SEA SCIENTIFIC JOURNAL OF ACADEMIC RESEARCH რედკოლეგია, წევრი (2013-)
  • ჟურნალ "მკურნალის" სარედაქციო საბჭო, წევრი (1996-1998)
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: