The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი პატარაია

დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-1977წწ. იყო კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1991წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-პათოლოგანატომი; 1991-1993წწ. თბილისის მორფოლოგიური დიაგნოსტიკის ცენტრის მთავარი ექიმის მოადგილე; 1993 წლიდან კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის მოადგილე. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის გულ-სისხლძარღვთა და ეკოლოგიური პათოლოგიის საკითხებზე; თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიის კათედრის დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის კუნთის ნახშირწყლოვანი ცვლის თავისებურებები სხვადასხვა სანარკოზო საშუალებების გამოყენებისა და ჰიპოქსიური ჰიპოქსიის პირობებში", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.233

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ვლ. ჟღენტის სახელობის საქართველოს პათოლოგანატომთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: