The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



გიორგი შავიანიძე

დაბადების თარიღი:30 მაისი, 1956  (61 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს.

1979-1981წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრის ორდინატორი; 1982-1984წწ. კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტ–მორფოლოგი; 1985-1989წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1990 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომისა და 3 რაციონალიზატორული წინადადებისა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "აზოტოვან–რადონის აბაზანების გამოყენების კლინიკო–ფიზიოლოგიური დასაბუთება მალეფორმირებული ოსტეოართროზის დროს", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.306

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კურორტოლოგთა და ფიზიოთერაპევტთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: