შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით შენგელია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971-1974წწ. მუშაობდა გორის რაისაავადმყოფოში; 1974-1980წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს თვალის განყოფილებაში; 1980 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის თანამშრომელი. ოფტალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მისი სამეცნიერო ნაშრომები ეხება ახლომხედველობის პროგრესირებასა და სიელმის ქირურგიულ მკურნალობას. სადოქტორო დისერტაციის თემა – "თვალისა და რეტრობელოზული სივრცის ულტრაბგერითი სკანირება ახლომხედველობის პროგრესირების პათოგენეზის დასახვეწად და სკლეროპლასტიკა", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.311 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |