The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ შენგელია

მიხეილ შენგელია
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:18 აგვისტო, 1999  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხაბუმე, ჩხოროწყუს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1939 წელს.

1940-1941წწ. მუშაობდა სომხეთის სსრ-ში სოფელ ალავერდში ექიმ-ოფთალმოლოგად; მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში როგორც მესამე რანგის კაპიტანი; 1944-1946წწ. ჰოსპიტალის უფროსის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1946–1954წწ. ქ. ცხაკაიას საავადმყოფო–პოლიკლინიკის თვალის სნეულებათა კაბინეტის გამგე; 1954–1956წწ. საქართველოს ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ნეიროქირურგიული კლინიკის ნეიროოფთალმოლოგი და უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1956-1974წწ. ს. ვირსალაძის სახელობის პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის ქართული მედიცინის ისტორიის სამეცნიერო კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელი; 1974-1991წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მედიცინის ისტორიის კათედრის გამგე და ამავე ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიის ქართული მედიცინის ისტორიის და სამედიცინო ეთნოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1991 წლიდან ამავე განყოფილების გამგე; 1995 წლიდან კონსულტანტი; 1967-1999წწ. მის მიერვე ჩამოყალიბებული ქართული მედიცინის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი; 1960–1988წწ. მოაწყო 40–ზე მეტი სამეცნიერო ექსპედიცია; ავტორია 300–მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 23 მონოგრაფიისა, მათ შორის: "ნარკვევები მედიცინის ისტორიიდან საქართველოში"(1956, თბილისი), "მედიცინის განვითარების ზოგიერთი ძირითადი საკითხი საქართველოში"(1961 ,თბილისი), "Древнейщая Колхо-Иберийская Медицина"(1987, თბილისი); 1970 და 1980 წლებში მისი ავტორობით ორჯერ გამოიცა ქართული მედიცინის ისტორიის სახელმძღვანელო – "ქართული მედიცინის ისტორია" ქართულ ენაზე, ხოლო 1985 წელს – რუსულ ენაზე მოსკოვში; 1988 წელს ასევე პირველად გამოიცა სახელმძღვანელო მსოფლიო მედიცინის ისტორიის შემსწავლელთათვის – "მედიცინის ისტორია"; მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა 2 სადოქტორო და 8 საკანდიდატო დისერტაცია.  მიღებული აქვს სხვადასხვა სახის სახელმწიფო ჯილდო.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ნარკვევები ოფთალმოლოგიის ისტორიიდან საქართველოში", დაიცვა 1953 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "ძველი ქართული მედიცინის ზოგიერთი ძირითადი საკითხი და ზაზა ფანასკერტელ–ციციშვილის სამკურნალო წიგნი", დაიცვა 1960 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.312

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბულგარეთის მედიცინის ისტორიკოსთა საზოგადოება, საპატიო წევრი
  • მედიცინის ისტორიკოსთა მსოფლიო საზოგადოება, წევრი
  • მედიცინის ისტორიკოსთა საკავშირო სამეცნიერო საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • საქართველოს მედიცინის ისტორიკოსთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1979-1991)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიისა და მედიცინის ისტორიკოსთა სექცია, თავმჯდომარე
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიისა და მედიცინის ისტორიკოსთა სექციის საპრობლემო კომისია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • პეტენკოფერის სახელობის პრემია
  • ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: