შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან რუხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს. 1980–1983წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1984–1993წწ. - ამავე კათედრის ასისტენტი; 1993 წლიდან - აღნიშნული კათედრის დოცენტი. ექიმი-ჰისტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადამიანის ფარისებური ჯირკვლის სტრუქტურის რაოდენობრივი ანალიზი სხვადასხვა სახის ჩიყვის დროს", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფარისებრი ჯირკვლისა და ზოგიერთი ორგანოს სტრუქტურულ-ფუნქციური თავისებურებანი ჰიპერ-, ეუ-, და ჰიპოთირეოზის დროს", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.243; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.362 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |