The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან რუხაძე

რუსუდან რუხაძე
დაბადების თარიღი:13 აგვისტო, 1957  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს.

1980–1983წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1984–1993წწ. - ამავე კათედრის ასისტენტი; 1993 წლიდან - აღნიშნული კათედრის დოცენტი. ექიმი-ჰისტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადამიანის ფარისებური ჯირკვლის სტრუქტურის რაოდენობრივი ანალიზი სხვადასხვა სახის ჩიყვის დროს", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფარისებრი ჯირკვლისა და ზოგიერთი ორგანოს სტრუქტურულ-ფუნქციური თავისებურებანი ჰიპერ-, ეუ-, და ჰიპოთირეოზის დროს", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.243; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.362

ბიბლიოგრაფია

  • ჰისტოლოგია : სახელმძღვ. თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის სტუდ. (ავტორი). - თბილისი, თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის გამ-ბა, 2009. - 432გვ.. - ISBN: 978-9941-0-1289-1
  • ჰისტოლოგია : სახელმძღვ. თსუ-ს სტუდ. (ავტორი). - თბილისი, ოაზისი, 2003. - 423გვ.. - ISBN: 99928-894-1-1

გააზიარე: