Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო სავანელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1947 წელს. 1947–1948წწ. იყო მ. ასათიანის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ფსიქიატრიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1958 წელს უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1968 წელს სწავლული მდივანი; 1978 წელს ორგანული მეთოდური განყოფილების ხელმძღვანელი; 1979 წელს ნევროლოგიური განყოფილების მეცნიერ ხელმძღვანელი; 1979–1993წწ. ნარკოლოგიური განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი; 1993 წელს წამყვანი მეცნიერ მუშაკი; 1998 წლიდან ინსტიტუტის საკონსულტაციო პოლიკლინიკის კონსულტანტია. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 1947–1948წწ. მუშაობდა ი. ბერიტაშვილის ინსტიტუტში, მოსკოვის უმაღლესი ნერვული მოქმედების ინსტიტუტში, სერბსკის ზოგადი და სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, მოსკოვის ფსიქოთერაპიის კურსებზე (1951; 1958; 1986), საზოგადოება "ცოდნის" ხაზით გაზეთებსა და ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს სტატიები, მეთოდური რეკომენდაციები, ბროშურები. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უმაღლესი ნერვული მოქმედების შესწავლა იპოქონდრიული სინდრომების დროს", დაიცვა 1958 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მეტყველებით–მოძრაობითი რეაქციების დინამიკური შესწავლა შიზოფრენიის პარანოიდული ფორმის დროს", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.245; facebook.com Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |