The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ სანადირაძე

გურამ სანადირაძე
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს.

1970 წელს იყო ვანის რაიონის სოფელ ფერეთას ამბულატორიის გამგე; 1970–1973წწ. ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1974–1984წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1985 წლიდან აღნიშნული კათედრის დოცენტი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1998-2000წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის ფიზიოლოგიის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია; ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზურგის ტვინის პირველადი აფერენტების დაბოლოებათა დეპოლარიზაციის გენეზისათვის", დაიცვა 1983 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.247; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:old.parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 305

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ტრადიციონალისტები - კონსერვატორები", წევრი (1992-1995)
  • საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • ადამიანის ფიზიოლოგია : სახელმძღვ. უმაღლ. სამედ. სასწ. სტუდენტებისათვის (შემდგენელი). - თბილისი, თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის გამ-ბა, 2011. - 448გვ.. - ISBN: 978-9941-0-3563-0
  • ადამიანის ფიზიოლოგიის საფუძვლები : სახელმძღვ. უმაღლ. სამედ. სასწ. სტუდ. (შემდგენელი). - თბილისი, "საუნჯის" გამ-ბა და სტ. : თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის გამ-ბა, 2009. - 384გვ. . - ISBN: 978-9941-0-1685-1

გააზიარე: