The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ შენგელია

რამაზ შენგელია
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1952  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს.

იყო საქართველოს მთასვლელთა ნაკრების წევრი–ექიმი; 1975-1976წწ. ქალაქის მე–2 საავადმყოფოს ქირურგი–ინტერნი; 1976-1978წწ. ახალციხის რაისაავადმყოფოს ქირურგი–ორდინატორი; 1978-1991წწ. თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მედიცინის ისტორიისა და ტრადიციული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი განყოფილების გამგე, მედიცინის მუზეუმის დირექტორის მოადგილე; ამჟამად არის მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სრული პროფესორი; ავტორია 82 სამეცნიერო ნაშრომისა, მოთხრობების კრებულისა და რომანის; გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: "ქართული ეროვნული მედიცინა და თურმანიძეები"(1992), "ზოგიერთი ქირურგიული სნეულება ქართულ ტრადიციულ მედიცინაზე"(1998); გაკეთებული აქვს ოპერაცია ზღვის დონიდან 4000 მეტრზე, რისთვისაც დაჯილდოვდა სპეციალური მედლით. არის მოთხრობების კრებულისა და რომანის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მექანიკური კარდიომასაჟის სრულყოფა და ჰომეოსტაზის ზოგიერთი პარამეტრის მონიტორინგი", დაიცვა 1984 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "ზოგიერთი ქირურგიული სნეულება ძველ ქართულ კლასიკურ და ხალხურ მედიცინაში. სამკურნალწამლო საშუალებების აპრიორული შეფასების მეთოდები და კრიტერიუმები", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.312; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უწყებები: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მედიცინის ისტორიკოსთა მსოფლიო საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • მედიცინის ისტორიკოსთა საერთაშორისო კონფედერაციის გამგეობა, წევრი
  • მედიცინის ისტორიკოსთა საერთაშორისო საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი
  • ნიუ–იორკის აკადემია, წევრი
  • სრულიად რუსეთის პეტრეს მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: