Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამაზ შენგელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს. იყო საქართველოს მთასვლელთა ნაკრების წევრი–ექიმი; 1975-1976წწ. ქალაქის მე–2 საავადმყოფოს ქირურგი–ინტერნი; 1976-1978წწ. ახალციხის რაისაავადმყოფოს ქირურგი–ორდინატორი; 1978-1991წწ. თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მედიცინის ისტორიისა და ტრადიციული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი განყოფილების გამგე, მედიცინის მუზეუმის დირექტორის მოადგილე; ამჟამად არის მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სრული პროფესორი; ავტორია 82 სამეცნიერო ნაშრომისა, მოთხრობების კრებულისა და რომანის; გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: "ქართული ეროვნული მედიცინა და თურმანიძეები"(1992), "ზოგიერთი ქირურგიული სნეულება ქართულ ტრადიციულ მედიცინაზე"(1998); გაკეთებული აქვს ოპერაცია ზღვის დონიდან 4000 მეტრზე, რისთვისაც დაჯილდოვდა სპეციალური მედლით. არის მოთხრობების კრებულისა და რომანის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მექანიკური კარდიომასაჟის სრულყოფა და ჰომეოსტაზის ზოგიერთი პარამეტრის მონიტორინგი", დაიცვა 1984 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა – "ზოგიერთი ქირურგიული სნეულება ძველ ქართულ კლასიკურ და ხალხურ მედიცინაში. სამკურნალწამლო საშუალებების აპრიორული შეფასების მეთოდები და კრიტერიუმები", დაიცვა 1997 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.312; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უწყებები: science.org.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |