შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ შველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა სურამი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს. 1958-1959წწ. იყო გრ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1959-1963წწ. კლინიკური ასპირანტი; 1963-1988წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; ავტორია 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა; არის საქართველოში ქსოვილიანი კულტურის ფუძემდებელი ონკოჰემატოლოგიაში(1961); მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო დისერტაცია. მიღებული აქვს და ოქროს მედალი(1951) და სამკერდე ნიშანი(1987). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ლეიკოზით და ერითრემიით დაავადებულთა პერიფერიული სისხლისა და ძვლის ტვინის ზოგიერთი კომპონენტების ჯანმრთელი ადამიანის ლეიკოციტებზე მოქმედების საკითხისათვის ქსოვილის კულტივირების პირობებში", დაიცვა 1964 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა – "სისხლწარმოქმნა თხიერ კულტურეში ჰემობლასტოზების დროს", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.314 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |