The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ შველიძე

დაბადების თარიღი:25 ივლისი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა სურამი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს.

1958-1959წწ. იყო გრ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1959-1963წწ. კლინიკური ასპირანტი; 1963-1988წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; ავტორია 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა; არის საქართველოში ქსოვილიანი კულტურის ფუძემდებელი ონკოჰემატოლოგიაში(1961); მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო დისერტაცია. მიღებული აქვს  და ოქროს მედალი(1951) და სამკერდე ნიშანი(1987).

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ლეიკოზით და ერითრემიით დაავადებულთა პერიფერიული სისხლისა და ძვლის ტვინის ზოგიერთი კომპონენტების ჯანმრთელი ადამიანის ლეიკოციტებზე მოქმედების საკითხისათვის ქსოვილის კულტივირების პირობებში", დაიცვა 1964 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "სისხლწარმოქმნა თხიერ კულტურეში ჰემობლასტოზების დროს", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.314

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჰემატოლოგთა და ტრანსფუზიოლოგთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: