The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე შოთაძე

პეტრე შოთაძე
დაბადების თარიღი:4 ოქტომბერი, 1948
გარდაცვ. თარიღი:1999  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1970 წელს.

1970-1972წწ. იყო უფროსი ლაბორანტი–ორდინატორი; 1972 წლიდან დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე, პრორექტორი სასწავლო დარგში, პირველი პრორექტორი, რექტორი; ავტორია 129 სამეცნიერო ნაშრომის, ერთი გამოგონების, ექვსი რაციონალიზატორული წინადადების; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "საზარდულის თიაქარი ბავშვთა ასაკში"(1974), "ნარკვევები დიპლომისშემდგომი განათლების შესახებ"(1986), "ჩვილ ბავშვთა ქირურგია"(1999); მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 საკანდიდატო დისერტაცია; დაჯილდოებული იყო აშშ, უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, საბერძნეთის და საქართველოს სამედიცინო საზოგადოებების მედლებითა და დიპლომებით.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ფილტვის არტერიის ინფუზია ბავშვებში ფილტვების ბაქტერიალური დესტრუქციების დროს".

სადოქტორო დისერტაციის თემა – "ბავშვებში ფილტვის ქირურგიული პათოლოგიების იმუნოლოგია და იმუნორეაბილიტაცია".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.316

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ პედიატრთა აკადემია, ნამდვილი წევრი
  • აშშ–საქართველოს სამედიცინო აკადემია, თანაპრეზიდენტი
  • ევროპის იმპლანტოლოგთა აკადემია, საპატიო წევრი
  • ევროპის ინფექციონისტთა და იმუნოდეფიციტის საერთაშორისო საზოგადოებია, წევრი
  • რუსეთის პედიტრთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს ბავშვთა ქირურგების ასოციაცია, ვიცე–პრეზიდენტი
  • საქართველოს მედიცინის აკადემია, დამაარსებელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ახალი ორლეანის საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: