Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე შოთაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1970 წელს. 1970-1972წწ. იყო უფროსი ლაბორანტი–ორდინატორი; 1972 წლიდან დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე, პრორექტორი სასწავლო დარგში, პირველი პრორექტორი, რექტორი; ავტორია 129 სამეცნიერო ნაშრომის, ერთი გამოგონების, ექვსი რაციონალიზატორული წინადადების; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "საზარდულის თიაქარი ბავშვთა ასაკში"(1974), "ნარკვევები დიპლომისშემდგომი განათლების შესახებ"(1986), "ჩვილ ბავშვთა ქირურგია"(1999); მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 საკანდიდატო დისერტაცია; დაჯილდოებული იყო აშშ, უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, საბერძნეთის და საქართველოს სამედიცინო საზოგადოებების მედლებითა და დიპლომებით. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ფილტვის არტერიის ინფუზია ბავშვებში ფილტვების ბაქტერიალური დესტრუქციების დროს". სადოქტორო დისერტაციის თემა – "ბავშვებში ფილტვის ქირურგიული პათოლოგიების იმუნოლოგია და იმუნორეაბილიტაცია". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.316 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |