The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ასმათ შუკაკიძე

ასმათ შუკაკიძე
Date of birth:18 November, 1948
Date of death:9 April, 2019  (at 70 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1973 წელს.

1973-1977წწ. იყო შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტუტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1995წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ანატომიის კათედრის ასისტენტი; 1995 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. ექიმი-ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ქ. რუსთავის სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ფიზიკური განვითარების მაჩვენებლები", დაიცვა 1991 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მანგანუმის ქლორიდით ხანმოკლე ინტოქსიკაციის ადრეული და მოგვიანო ეფექტების მორფოფუნქციური ანალიზი (ექსპერიმენტული გამოკვლევა)", დაიცვა 2001 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.317; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.78; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.379

Member of Organizations

  • საქართველოს ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების მედალი

Bibliography


Share: