შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ჩარკვიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს. 1944-1945წწ. იყო ხულოს რაიონის რიყეთის საექიმო უბნის გამგე; 1945-1947წწ. ბათუმის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე; 1948-1949წწ. ბათუმის სამშობიარო სახლის ორდინატორი; 1949-1954წწ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1954-1964წწ. ბათუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი და განყოფილების გამგე; 1964 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოცენტრის გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; ავტორია 335 სამეცნიერო ნაშრომისა; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "ქალის სასქესო ორგანოების კიბოს ზოგიერთი საკითხი"(1964), "ქალის სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადება საქართველოში 20 წლის მანძილზე"(1965-1984); მისი ხელმძღვანელობით დაცულია 28 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "Опыт профилактики рака шейки матки влимонно-мандариновых совхозах и колхозах Аджарской АССР", დაიცვა 1951 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა – "ქალის სასქესო ორგანოების კიბოს გავრცელების თავისებურებანი აჭარაში და საშვილოსნოს ექსპერიმენტული კიბო", დაიცვა 1963 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.319 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |