შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ჩახუნაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადილი: ქ. ვანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1949 წელს იყო თბილისის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1950-1954წწ. მოსკოვის ნ. სკლიფოსოვსკის სახელობის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1955-1960წწ. ამავე ინსტიტუტის II ქირურგიული კლინიკის უმცროსი თანამშრომელი; 1961-1964წწ. უფროსი თანამშრომელი, IV ქირურგიული განყოფილების გამგე; 1965-1978წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიული კათედრის დოცენტი; 1978-1982წწ. ქირურგიული I კათედრის პროფესორი; 1983-1984წწ. აკადემიის კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, პროფესორი; 1985-1995წწ. სამედიცინო აკადემიის პრორექტორი, კათედრის პროფესორი; 1996 წლიდან აკადემიის პრორექტორი სამკურნალო დარგში და ქირურგიის I კათედრის გამგე; ავტორია 161 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს 10 მონოგრაფია, მათ შორის: "გახანგრძლივებული ადგილობრივი გაუმტკივარება, როგორც სამკურნალო მეთოდი" (1963), "ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება" (1981), "სასწრაფო გადაუდებელი დახმარება მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ქირურგიული დაავადებების დროს" (1978); მისი ხელმძღვანელობით დაცულია 8 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "წინამხრის ძვლების ოპერატიული მკურნალობა", დაიცვა 1961 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ნაწლავის ინფარქტი, მეზენტერიალურ სისხლძარღვთა თრომბოემბოლიების დროს", დაიცა 1977 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.322; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.99 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |