The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ჩახუნაშვილი

დაბადების თარიღი:4 ოქტომბერი, 1927  (96 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადილი: ქ. ვანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1949 წელს იყო თბილისის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1950-1954წწ. მოსკოვის ნ. სკლიფოსოვსკის სახელობის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1955-1960წწ. ამავე ინსტიტუტის II ქირურგიული კლინიკის უმცროსი თანამშრომელი; 1961-1964წწ. უფროსი თანამშრომელი, IV ქირურგიული განყოფილების გამგე; 1965-1978წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიული კათედრის დოცენტი; 1978-1982წწ. ქირურგიული I კათედრის პროფესორი; 1983-1984წწ. აკადემიის კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, პროფესორი; 1985-1995წწ. სამედიცინო აკადემიის პრორექტორი, კათედრის პროფესორი; 1996 წლიდან აკადემიის პრორექტორი სამკურნალო დარგში და ქირურგიის I კათედრის გამგე; ავტორია 161 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს 10 მონოგრაფია, მათ შორის: "გახანგრძლივებული ადგილობრივი გაუმტკივარება, როგორც სამკურნალო მეთოდი" (1963), "ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება" (1981), "სასწრაფო გადაუდებელი დახმარება მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ქირურგიული დაავადებების დროს" (1978); მისი ხელმძღვანელობით დაცულია 8 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "წინამხრის ძვლების ოპერატიული მკურნალობა", დაიცვა 1961 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ნაწლავის ინფარქტი, მეზენტერიალურ სისხლძარღვთა თრომბოემბოლიების დროს", დაიცა 1977 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.322; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.99

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიუ-იორკის აკადემია, წევრი–აკადემიკოსი
  • პროფილაქტიკური მედიცინისა და ეკოლოგიის აკადემია, წევრი–აკადემიკოსი
  • საქართველოს მედიცინის ბიოლოგიური აკადემია, წევრი–აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ჯანმრთელობის დაცვის დარგში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1984 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ნ. ი. პიროგოვის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: