The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ჩიტაია

გურამ ჩიტაია
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1970 წელს.

1972-1975წწ. იყო სოფელ მარტყოფის საუბნო საავადმყოფოს პედიატრი; 1976-1980წწ. - თბილისის ბავშვთა N5 საავადმყოფოს ორდინატორი; 1980-1987წწ. - ქირურგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1987-1998წწ. - ბავშვთა სნეულებათა N2 კათედრის ასისტენტი, დოცენტი; 1991-2005წწ. - ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ბავშვთა ნეფროლოგი; 1999-2007წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის კათედრის პროფესორი; 2009-2011წწ. - გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის I პედიატრიული განყოფილების გამგე; 2005 წლიდან - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი პედიატრიაში; ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ბავშვთა ნეფროლოგი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1996).

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "პიელონეფრიტის კლინიკურ–იმუნოლოგიური დახასიათება ბავშვებში", დაიცვა 1983 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ჰიპერრეფლექსური შარდის ბუშტი ბავშვთა ასაკში – პათოგენეზი, დიაგნოსტიკა და თერაპიული კორექციის შესაძლო გზები", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.381; ევექსი ჰოსპიტლები: evexhospitals.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის პედიატრ-ნეფროლოგთა ასოციაცია, წევრი (1999-)
  • ნეფროლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (1999-)
  • საქართველოს პედიატრ-ნეფროლოგთა ასოციაცია, დამფუძვნებელი, გენერალური მდივანი (2000-)
  • საქართველოს პედიატრთა აკადემია, წევრი
  • საქართველოს პედიატრთა ასოციაცია, წევრი
  • ხარისხების მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭო, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • პედიატრია-XXI : სამეცნიერო და სასწ.-მეთოდ. ნაშრომთა კრებული, მიძღვნილი მეცნიერების დამს. მოღვაწის, პროფ. მერი გელოვანის დაბადების 85 წლის და სამეცნ.-პედ. მოღვაწეობის 60 წლის იუბილისადმი (რედაქტორი). - თბილისი, შპს "თობალისი", 2010. - 116გვ.

გააზიარე: