შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ ჩიქოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს. 1983-1987წწ. იყო ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი "ალერგოლოგია და იმუნოლოგიის" სპეციალობით; 1991 წლიდან - სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დეკანი, იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი; სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ექიმი-იმუნოლოგი, ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ამნიოქორიონის კულტურალური სითხისა და პრეპარატ პლაფერონის პეპდიტური ფრაქციის იმუნომარეგულირებელი მოქმედება", დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "პლაფერონი ლბს იმუნოფარმაკოლოგია", დაიცვა 1997 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.381 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |