The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ ჩიქოვანი

თინათინ ჩიქოვანი
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1958  (65 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს.

1983-1987წწ. იყო ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი "ალერგოლოგია და იმუნოლოგიის" სპეციალობით; 1991 წლიდან - სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დეკანი, იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი; სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ექიმი-იმუნოლოგი, ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2004).

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ამნიოქორიონის კულტურალური სითხისა და პრეპარატ პლაფერონის პეპდიტური ფრაქციის იმუნომარეგულირებელი მოქმედება", დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "პლაფერონი ლბს იმუნოფარმაკოლოგია", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.381

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ალერგოლოგიის, იმუნოლოგიისა და იმუნორეაბილიტაციის სამეცნიერო საზოგადოება, სწავლული მდივანი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - პრეზიდენტის I ხარისხის სტიპენდია

ბიბლიოგრაფია

  • იმუნოლოგია : მოკლე კურსი (ავტორი). - თბილისი, 2012. - 229გვ.. - ISBN: 978-9941-0-4126-6
  • იმუნოლოგია : მოკლე კურსი (ავტორი). - თბილისი, 2007. - 220გვ.. - ISBN: 978-99940-69-46-0

გააზიარე: