The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნაილი ჩიხორია

დაბადების თარიღი:1940  (84 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1970-1972წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1972-1980წწ. უფროსი მასწავლებელი; 1984 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი; ავტორია 3 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ფიზიოლოგიურ ფუნქციათა ურთიერთქმედების მექანიზმებს ადამინის ორგანიზმში. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, გრ. რობაქიძის სახელობის და ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "კუჭის სეკრეტორული მექანიზმების და თირკმლის შარდის გამოყოფის ფუნქციათა ურთიერთმარეგულირებელი მოქმედება", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.327წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.78

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • ადამიანის ფიზიოლოგია : სახელმძღვ. უმაღლ. სამედ. სასწ. სტუდენტებისათვის (შემდგენელი). - თბილისი, თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის გამ-ბა, 2011. - 448გვ.. - ISBN: 978-9941-0-3563-0
  • ადამიანის ფიზიოლოგიის საფუძვლები : სახელმძღვ. უმაღლ. სამედ. სასწ. სტუდ. (შემდგენელი). - თბილისი, "საუნჯის" გამ-ბა და სტ. : თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის გამ-ბა, 2009. - 384გვ.. - ISBN: 978-9941-0-1685-1

გააზიარე: