The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ჩუბინიძე

დაბადების თარიღი:26 სექტემბერი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

1964-1968წწ. იყო ბორჯომის საავადმყოფოს ქირურგი; 1969-1999წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის კათედრის დოცენტი; ავტორია 95 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, მათ შორის: "ნაწლავთა დახურული დაზიანებანი"(1970), "ქვემო კიდურების სისხლძარღვთა დაავადებები" (1987), "ქვემო კიდურების კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერება"(1989), "ქვემო კიდურების პოსტთრომბოტული დაავადება" (1995), "გადაუდებელი ანგიოლოგია" (1998). ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ნაწლავთა დახურული დაზიანებანი", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.329; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.381

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ასოციაცია "სავანეს" გამგეობა, წევრი
  • საქართველოს ანგიოლოგთა ასოციაციის გამგეობა, წევრი
  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1985 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: