შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ჩხარტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1953 წელს. 1953-1956წწ. მუშაობდა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში; 1956-1958წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიული კათედრის ორდინატორი; 1960-1972წწ. ასისტენტი; 1972 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი; ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს შემდეგი მონოგრაფიები: "მუხლის სწორი კუნთის ნერვების ქირურგიული ანატომია"(1966), "საზარდულის თიაქარი ბავშვთა ასაკში"(1974), "აპენდიციტი ბავშვთა ასაკში"; მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი საკანდიდატო დისერტაცია. საექიმო პრაქტიკული მოღვაწეობის მთელ პერიოდში ჩატარებული აქვს 10 000-ზე მეტი ქირურგიული ოპერაცია. ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მუცლის სწორი კუნთების ნერვები", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.330 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |