The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ცანავა

შოთა ცანავა
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1957  (68 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1982 წელს.

1982-1989წწ. იყო საქართველოს შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის ექიმი–ვირუსოლოგი; 1989-1991წწ. ბათუმის შავი ჭირის საწინააღმდეგო განყოფილების უფროსი; 1991 წლიდან არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ქოლერისა და ნაწლავთა სხვა ინფექციების ლაბორატორიის გამგე; ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე; არის უმაღლესი კატეგორიის ექიმი-ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ორთოპოვსვირუსების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე", დაიცვა 1990 წელს მოსკოვში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: