The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაჩანა ჩაბრაძე

ბაჩანა ჩაბრაძე
დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტი.

სწავლობდა დასავლურ ენათა და კულტურათა უნივერსიტეტში ფრანგული და იტალიური ენების განხრით. 1998 წლიდან სწავლა განაგრძო საფრანგეთში, თანმიმდევრულად ნანტის უნივერსიტეტის ფილოლოგიის, ხელოვნების ისტორიის და საჯარო ადმინისტრაციის დეპარტამენტებზე. ქართულ პრესაში აქვეყნებდა ესეებს, თარგმანებს და პოეტურ ნაწარმოებებს. არის ლექსების ორი კრებულის ავტორი: "ნაცრისფერი სამყარო" (1992) და "მთვარის სიმთვრალე"(1996). 2001 წელს, ნანტის უნივერსიტეტის, მერიისა და ასოციაცია "ნანტი-თბილისის" ეგიდით, ფრანგი მკითხველისთვის ჩაატარა ქართულენოვანი პოეზიისადმი მიძღვნილი კონფერენციები. იყო, პარიზში, იუნესკოს 32-ე გენერალური კონფერენციის დელეგატი. 2011 წლიდან მუშაობს პარიზის "დეკარტის უნივერსიტეტის" ბიბლიოთეკაში. 2015 წელს, გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა ბაჩანა ჩაბრაძის თარგმანების კრებული "ფრანგული შანსონი", რომელშიც შესულია ჟორჟ ბრასენსის, ლეო ფერეს, ჟაკ ბრელის, სერჟ გენსბურის და ბორის ვიანის კულტად ქცეული სიმღერების ტექსტები. 

ფრანგულიდან ქართულად ნათარგმნი აქვს შემდეგ ავტორთა ნაწარმოებები: შარლ ბოდლერი, ჟორჟ ბრასენსი, ჟაკ ბრელი, ჟერომ გარსენი (წერილები), სერჟ გენსბური, რაფაელ გლუკსმანი (წერილები), თეოფილ გოტიე, მაჰმუდ დარვიში (პოეზია და წერილები), ჟოზე მარია დე ერედია, ნიკოლა დელასალი (წერილები), ალფრედ დე მიუსე, იოაკიმ დიუ ბელე, ემა (კომიქსები), ალილ ვარდარი (პიესა 4 მოქმედებად), ჟაკ ვაშე (წერილები), პოლ ვერლენი, ბორის ვიანი (პოეზია), გრეგუარ ლემენაჟე (წერილები), კარიმ მირაუი (მოთხრობები), სენ-ჟონ პერსი, პოლინ პიკო (პოემა), ჟაკ პრევერი, არტურ რემბო, "საეზი", საფო, იზაბელ სოჟფერი, ალენ სუშონი, "ტრიო", ლეო ფერე, "შარლი ებდო" (წერილები), ვიქტორ ჰიუგო (პოეზია); ქართულიდან ფრანგულად: ნატა ვარადა, ლია ლიქოკელი, ნინო ნიშნიანიძე, ლია სტურუა, გალაკტიონ ტაბიძე, პაატა შამუგია, თემურ ჩხეტიანი. არის საერთაშორისო კლასიფიკაციის მოჭადრაკე(ELO 2243).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემია, კონკურსი პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთათვის (ფრანგული პოეზიის თარგმანები)
  • 2010 - ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემია, ხმა უცხოეთიდან

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: