The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ სანიკიძე

დაბადების თარიღი:11 სექტემბერი, 1923
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 2009  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბუგეული, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1943 წელს.

1943–1945წწ. იყო დიდი სამამულო ომის უკრაინის მე–4 ფრონტის მოქმედი არმიის საჰაერო სამხედრო ნაწილების მთავარი ექიმი; 1952–1959წწ. - ბაქოს სამხედრო ოლქის მთავარი ნევროლოგი; 1961–1967წწ. - გერმანიაში საბჭოთა ჯარების მთავარი ნევროლოგ-კონსულტანტი; 1967–1972წწ. - მოსკოვის სამხედრო ოლქის მთავარი ნევროლოგი; 1972–1978წწ. - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მთავარი ნევროლოგი; 1978–1998წწ. - ჯანდაცვის სამინისტროს ომის ინვალიდთა რესპუბლიკური ჰოსპიტლის მთავარი ექიმი; 1999-2004წწ. - საქართველოს ომის ვეტერანთა საერთაშორისო კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი.  ავტორია 156 სამეცნიერო ნაშრომისა ფსიქონევროლოგიისა და ნეიროქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს წიგნები. ექიმი ფსიქო-ნევროლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "დიდი სამამულო ომის (1941–1945) ინვალიდთა სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარების ორგანიზაცია საქართველოში", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.247; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.363; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.306

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • რუსეთის ნევროპათოლოგებისა და ფსიქიატრიის საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს II მსოფლიო ომის ვეტერანთა საზოგადოება, პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ომის ვეტერანთა მკურნალობაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • რუსეთის ფედერაციის დამსახურებული ექიმი
  • საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: