The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ საყვარელიძე

ზურაბ საყვარელიძე
Date of birth:22 September, 1955  (69 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1977 წელს.

1977 წლიდან სწავლა გააგრძელა თბილისის მეცნიერებათა აკადემიის ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1991 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ძირითადად ეხება ორთოპედიის, სტომატოლოგიის და ფიზიოლოგიის პრობლემებს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საფანტომო ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი-სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2002).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური რუხი ნივთიერების ანტინოციცეპტური სისტემის ფუნქციური ორგანიზაცია",  დაიცვა 1991 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტკივილის პრობლემა სტომატოლოგიაში და მისი კლინიკურ-ექსპერიმენტული ასპექტები", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.363; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი: tsmu.edu

Member of Organizations

  • სტომატოლოგთა ასოციაციის გამგეობა, წევრი

Bibliography


Share: