The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეილა სებისკვერაძე

დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1923  (100 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1943–1945წწ. იყო ქირურგიული განყოფილების ექიმ–ორდინატორი; 1945 წლიდან კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–გინეკოლოგი; 1956–1957წწ. მუშაობდა ლენინგრადის ონკოლოგიურ ცენტრში; 1972–1991წწ. იყო უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1962–1976წწ. და 1990–1995წწ. საფერშლო–საბებიო სასწავლებლის პედაგოგი; 1980–1985წწ. გაზეთების: "თბილისისა" და "სოფლის ცხოვრების" შტატგარეშე კორესპონდენტი, სახალხო უნივერსიტეტის ლექტორი. ავტორია 58 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება მეანობა–გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებს. ამავე პრობლემებზე გამოქვეყნებული აქვს 17 ბროშურა, პოპულარულ–მეცნიერული ხასიათის საგაზეთო სტატიები და 8 მეთოდური წერილი პრაქტიკოსი ექიმებისათვის.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაყოფის წინა და ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი მონაცემები მაკე ცხოველის ნახშირწყლებით დატვირთვის დროს",  დაიცვა 1965 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.250

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეან–გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, მდივანი (1950-1955)
  • საქართველოს მეან–გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: