შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომანოზ სვანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადები ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1951 წელს. 1951–1954წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტისა და სპორტული მედიცინის, კათედრის ასპირანტი; 1955–1962წწ. ასისტენტი; 1962–1968წწ. დოცენტი; 1968 წლიდან ამავე კათედრის გამგე; დიდი სამედიცინო ენციკლოპედიის რედაქტორი თავისი სპეციალობით. გამოცემული აქვს სამი სახელმძღვანელო და მონოგრაფიები. 1984 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება რუსულ ენაზე შესრულებული ნაშრომებისათვის მედიცინის თანამედროვე პრობლემებზე. დაჯილდოებულია მრავალი სხვადასხვა მედლითა და სიგელებით. ხელმძღვანელობს საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის სამეცნიერო–პრაქტიკულ მუშაობას; სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის სპეციალისტი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სპორტსმენთა გარეგანი სუნთქვა", დაიცვა 1957 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.251; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.279 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |