The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი სვანიძე

გიორგი სვანიძე
Date of birth:7 August, 1948  (76 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 

1972–1977წწ. იყო ფოთის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგი; 1977-1984წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ექსპერიმენტული ქირურგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–მუშაკი; 1984-1986წწ. მუშაობდა ანგოლაში ქირურგად; 1986–1990წწ. მოსკოვის ა. ვ. ვიბნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში; 1991 წლიდან სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების ხელმძღვანელია. ავტორია 87 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებათა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა" (1993). რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ალკოჰოლერა. ეტიოლოგიის ქრონიკული პანკრეატიტის კლინიკა და მკურნალობა", დაიცვა 1989 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ღვიძლის ქირურგიულ დაავადებათა კომპლექსური სხივური დიაგნოსტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.252; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ.. -თბ., 2012.-გვ. 77

Member of Organizations

  • ამერიკის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, წევრი

Awards and Honors

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1996 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1990-1995 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის "ახალი ტიპის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნა და რესპუბლიკის სამედიცინო პრაქტიკაში დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის ახალი მეთოდებისა და უსისხლო ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციების დანერგვა ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს''.

Bibliography


Share: