The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე სიმონიშვილი

ალექსანდრე სიმონიშვილი
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1926  (98 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის მე–2 სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1952 წელს.

1952–1953წწ. იყო ქ. ფრუნზეს ბავშვთა პოლიკლინიკის ქირურგი; 1954–1958წწ. ქ. მოსკოვის N9 საავადმყოფოს ქირურგი; 1956 წელს "კრასნოპრესნის" რაიონის მთავარი ორთოპედ–ტრავმატოლოგი; 1960–1978წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ მუშაკი; 1962 წელს უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1978 წლიდან დახელოვნების ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიული კათედრის დოცენტი, შემდეგ პროფესორი. ავტორია 123 სამეცნიერო ნაშრომის და 4 მონოგრაფიის. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბავშვთა ასაკში ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ოპერაციული მკურნალობის საკითხები", დაიცვა 1961 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბავშვთა ასაკში ღვიძლის ციროზის ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 1971 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.253

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბავშვთა ქირურგთა სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე
  • მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, აკადემიკოსი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: