შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა სულაბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს. 1982–1983წწ. მუშაობდა რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიურ განყოფილებაში; 1983–1986წწ. - ბაზალეთის საექიმო ამბულატორიაში; 1986–1988წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1988–1989წწ. - რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიის განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1989 წლიდან პროფესიული მედიცინისა და სტომატოლოგიური ფაკულტეტების შინაგან სნეულებათა კათედრის ასისტენტი. სამედიცინო ცენტრის "ციტო", ექიმი-გასტროენტეროლოგი. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი-თერაპევტი, გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინფიცირების როლი ნაღველკენჭოვანი დაავადების პათოგენებში", დაიცვა 1992 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სანაღვლე გზების ინფიცირების შედეგები და ნაღველკენჭოვანი დაავადების პრევენცია", დაიცვა 2006 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.255; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.365 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |