შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ცისკარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს. 1963-1965წწ. იყო მცხეთის რაისაავადმყოფოს ორდინატორი; 1966-1970წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1970-1975წწ. კლინიკური ელექტროფიზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1975 წლიდან კვლევის ფუნქციური მეთოდების განყოფილების ხელმძღვანელი; ავტორია 86 სამეცნიერო ნაშრომი და რამდენიმე მონოგრაფიის, მათ შორის: "გულის რიტმის დარღვევების მკურნალობა ელექტროიმპულსით"(1971), "კარდიომონიტორული დაკვირვება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს" (1976), "მიტრალური სარქველის პროლაფსი" (1985), "ექოკარდიოგრაფიის ატლასი" (1988); დაინტერესებულია სამხედრო ისტორიის საკითხებით, მას ეკუთვნის პირველი ქართული მონოგრაფია ნაპოლეონზე ("ნაპოლეონი" 1994, ტ. I; 1997, ტ. II); მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი საკანდიდატო დისერტაცია. მიღებული აქვს სსრკ სამედიცინო აკადემიის პრემია, საუკეთესო ნაშრომისათვის კარდიოლოგიის დარგში (ერთობლივი ჯილდო, 1986). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მოციმციმე არითმიის სიხშირე, მიმდინარეობის თავისებურებები და მკურნალობის საკითხები გულ–სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს", დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "გულის დიასტორული ფუნქცია ჰიპერტონული დაავადების დროს ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში", დაიცვა 1985 წელს. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.664; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.196 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |