The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულნარა ტაბიძე

გულნარა ტაბიძე
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1936  (87 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960-1968წწ. იყო ბორჯომის საბაზო სანატორიუმ "ლიკანის" ექიმი-ორდინატორი; 1968-1970წწ. - კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1970-1975წწ. - ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1975-1988წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988 წლიდან - წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1996 წლიდან - ტექნიკური უნივერსიტეტის კათედრის პროფესორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომის კლინიკურ ფარმაკოლოგიასა და კარდიოლოგიაში; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ჰიპერტონული გული" სტაბილური და ავთვისებიანი მიმდინარეობის არტერიული ჰიპერტონიის დროს" (თბილისი, 1992); ეკუთვნის 3 მეთოდური რეკომენდაცია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: "ჯილდო პრევენციული მედიცინის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის", "Woman of the Year. The American Biographical Institute" (2005), თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯილდო "ღვაწლმოსილი მკურნალი-გულნარა ტაბიძე" კარდიოლოგი (2017). კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (2000).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კვატერონის, განგლენორის, პექსონის, დიმეკოლინის შედარებითი კლინიკური ეფექტურობა კუჭის და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს", დაიცვა 1970 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულის მარცხენა პარკუჭის სტრუქტურული ცვლილებები, ფუნქციური მდგომარეობა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ჰიპერტონიული დაავადების დროს", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.258; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.367; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროკავშირის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: