The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ ტაბუცაძე

დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს.

1978 წელს იყო ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1978–1981წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასპირანტი; 1981–1984წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1985 წლიდან იმყოფებოდა ხანგრძლივი სამეცნიერო მივლინებით მოსკოვის ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში; 1990 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიულ სნეულებათა N1 კათედრის პროფესორი; 1997 წლიდან – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ენდოქირურგიული ცენტრის დირექტორი. ავტორია 78 სამეცნიერო ნაშრომის, გამოცემული აქვს მონოგრაფიები; ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კალიკრეინ–კინინური სისტემის გამოკვლევა მწვავე პერიტონიტის მკურნალობის დროს", დაიცვა 1981 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ქირურგიული მკურნალობის მეთოდების შედარებითი დახასიათება პროსტაგლანდინების აქტივობის, ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვისა და ანტიოქსიდანტური ფერმენტული სისტემის კრიტერიუმების მიხედვით",  დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.260

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ენდოსკოპური ქირურგიის საზოგადოება, წევრი
  • რუსეთის ენდოსკოპური ქირურგიის საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: