შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ტატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადებია ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1984 წელს. 1987 წელს იყო ბავშვთა სნეულების N2 კათედრის სტაჟიორი მასწავლებელი; 1988–1991წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1988–1997წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 1991–1995წწ. ონკოლოგიის კათედრის დოცენტი; 1995 წლიდან ქირურგიის კათედრის პროფესორი. 1997 წლიდან შპს "დემა" –ს ულტრასონოგრაფიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი. ავტორია 69 სამეცნიერო ნაშრომის, არის საქართველოში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის პირველი სახელმძღვანელოს ავტორი, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ატლასის მთავარი რედაქტორი. პედიატრი, რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.262 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |