The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ტატიშვილი

დავით ტატიშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადებია ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1984 წელს.

1987 წელს იყო ბავშვთა სნეულების N2 კათედრის სტაჟიორი მასწავლებელი; 1988–1991წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1988–1997წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 1991–1995წწ. ონკოლოგიის კათედრის დოცენტი; 1995 წლიდან ქირურგიის კათედრის პროფესორი. 1997 წლიდან შპს "დემა" –ს ულტრასონოგრაფიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი. ავტორია 69 სამეცნიერო ნაშრომის, არის საქართველოში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის პირველი სახელმძღვანელოს ავტორი, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ატლასის მთავარი რედაქტორი. პედიატრი, რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.262

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: