შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ტატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1986 წელს. 1986–1987წწ. ინტერნატურა თერაპიაში გაიარა ნ. კახიანის სახელობის რკინიგზის კლინიკურ საავადმყოფოში; 1987–1990წწ. იყო ხაშურის საგზაო კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–თერაპევტი; 1990–1993წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1994–1997წწ. ატლანტა–თბილისის სამედიცინო თანამშრომლობის პროგრამის ადმინისტრაციული ასისტენტი; 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა N2 კათედრის ასისტენტი. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომის ჰემატოლოგიისა და კარდიოლოგიის პრობლემებზე. არის ექიმი–თერაპევტი, რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, კონსტანტინე მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის კომპიუტერული ტომოგრაფიის სამსახურის უფროსი, მედიცინის აკადემიური დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვოლუმორეგულაციის ჰუმირიტი ფაქტორები ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს", დაიცვა 1991 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.262 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |