შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ტატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს. 1957–1968წწ. იყო სამედიცინო პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე. ავტორია 200 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორისაა 8 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 სადოქტორო და 22 საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი-თერაპევტი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1961 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1967 წელს ბრუცელიოზის იმუნოლოგიისა და ალერგიის საკითხებზე. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.262; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.107 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |