Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ნუგზარ ტატიშვილი
| Date of birth: | 20 July, 1933 |
| Date of death: | 20 July, 2004 (at 71 years) |
| Burial location: | საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი |
| Category: | Medical Doctor, Scientist, Educator, Public Man |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს.
1957–1968წწ. იყო სამედიცინო პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე. ავტორია 200 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორისაა 8 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 სადოქტორო და 22 საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი-თერაპევტი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოში კლინიკური იმუნოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1961 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1967 წელს ბრუცელიოზის იმუნოლოგიისა და ალერგიის საკითხებზე.
წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.262; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.107; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge
Member of Organizations
- აშშ-ის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭო, წევრი (1999-)
- ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
- თერაპიასა და კარდიოლოგიაში სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭო, თავმჯდომარე
- პერიოდული სამედიცინო გამოცემების სარედაქციო კოლეგიები, წევრი
- პოსტ საბჭოთა რუსეთის იმუნოლოგთა საზოგადოების გამგეობა, წევრი
- საერთაშორისო ინტერნისტთა ასოციაცია, წევრი
- საქართველოს თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოება, ვიცე–პრეზიდენტი
- საქართველოს იმუნოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
- საქართველოს მედიცინის აკადემიის თერაპიულ მეცნიერებათა განყოფილება, ხელმძღვანელი
- საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1992-)
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1988-)
- საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კოლეგია, წევრი
Awards and Honors
- 1999 - ღირსების ორდენი
სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
- წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის პრემია
შინაგანი სნეულებები : სახელმძღვ. სამედ. უნ-ტისა და სამედ. ინ-ტების სტუდ./ნუგზარ ტატიშვილი. - თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 1998. - 783გვ.
- აშშ-ის ქალაქ მინიაპოლისის საპატიო მოქალაქე
Bibliography
- შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკა : სახელმძღ. სამედ. უნ-ტის სტუდენტებისათვის (Co-Author). - თბილისი, "საქართველოს მაცნეს" გამ-ბა და სტ., 2003. - 351გვ.. - ISBN: 99928-28-78-1
- შინაგანი სნეულებები : სახელმძღვ. სამედ. უნ-ტისა და სამედ. ინ-ტების სტუდ. (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 1998. - 783გვ.. - ISBN: 99928-52-17-8
- გულის უკმარისობის მკურნალობა (Author). - თბილისი, მედიცინა, 1992. - 144გვ.
- იმუნოლოგიური მეთოდები კლინიკაში (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1989. - 146გვ.
- იმუნოლოგია და მედიცინის მიღწევები (Author). - თბილისი, საქ. სსრ საზ-ბა "ცოდნა", 1971. - 32გვ.
|