შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ციციშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1946 წელს. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრაზე; 1992-1994წწ. იყო ამავე კათედრის გამგე; 1960-1962წწ. პედიატრიის სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი; პარალელურად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროს მე–4 სამმართველოს კონსულტანტად; 2008 წლიდან იყო საქართველოს პედიატრიული აკადემიის პრეზიდენტი; გამოქვეყნებული აქვს 100–ზე მეტი სამეცნიერო შრომა და 2 მონოგრაფია – "ჩვილ ბავშვთა კვება" (1969), "პედიატრიული ფარმაკოთერაპია" (1988). პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა სნეულებათა N1 კათედრის პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ვიტამინი C და კაროტინის შემცველობა ტუბერკულოზით დაავადებულ ექსპერიმენტულ ცხოველებში (ზღვის გოჭები) მკურნალობასთან დაკავშირებით", დაიცვა 1958 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |