| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ციციშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1946 წელს. 1948-1951წწ. მუშაობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრაზე ექიმ-ორდინატორად; 1951 წელს ამავე კათედრის ასპირანტია; 1960-1961წწ. იყო პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1961-1965წწ. სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიაში სპეციალიზაციის კათედრის პროფესორი; პარალელურად იყო პედიატრ-კონსულტანტი (1952-1992), სიცოცხლის ბოლომდე კი - პროფესორ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრული კლინიკის მთავარი კონსულტანტი; ავტორია 80-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და 2 მონოგრაფიისა; იყო ჟურნალ "სოცილური და ეკოლოგიური პედიატრიის" მთავარი და საპატიო რედაქტორი; 1997-1998წწ. მიღებული აქვს სასწავლო წლის საუკეთესო პედასგოგის სიგელი პედიატრიაში, 2000 წელს საქველმოქმედო მოღვაწეობისთვის დასახელდა მესამე ათასწლეულის პიროვნებად. 1999 წელს ბავშთა კლინიკას, ირაკლი ციციშვილის სახელი ოფიციალურად ეწოდა, 2011 წელს კლინიკის ტერიტორიაზე გაიხსნა ი. ციციშვილის ვარსკვლავი. ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი (1992). ცნობილი ექიმის, მეან-გინეკოლოგის ნინო ვაშაკიძე-ციციშვილის შვილი, პლასტიკური ქირურგის დავით ციციშვილის მამა. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ვიტამინი C და კაროტინის შემცველობა ტუბერკულოზით დაავადებულ ექსპერიმენტულ ცხოველებში (ზღვის გოჭები) მკურნალობასთან დაკავშირებით", დაიცვა 1958 წელს. წყარო: დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.423; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

