შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ტურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს. 1974–1989წწ. მუშაობდა მოსკოვის სეჩენოვის სახელობის I სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ფარმაკოლოგიის კათედრაზე; 1989 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პოლიკლინიკური და გადაუდებელი თერაპიის კათედრის დოცენტი. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის, სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევს ორდინატორებსა და ასპირანტებს. ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Возможности медикаментозной коррекции гемореологических нарушений у больных хронической ишемической болезнью сердца и облитерирующими поражениями артерий ног", დაიცვა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტში 1980 წელს; სადოქტოროდისერტაციის თემა - "ნეროცირკულარული დისტონიის, არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკის ოპტიმიზაცია ორგანიზებულ პოპულაციაში", დაიცვა თბილისის თერაპიის ინსტიტუტში 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.265; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.369 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |