შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესარიონ ტყეშელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს. 1984–2000წწ. იყო აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი; 2000–2002წწ. ამავე ინსტიტუტის კლინიკის ხელმძღვანელი; 2004–2008წწ. "დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის", მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2008 წლიდან დღემდე "დავით გაგუას კლინიკის", კონსულტაციისა და დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ორსულობის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის მეცნიერული საფუძვლების, ბიოლოგიური მემბრანების ბიოფიკური მეთოდებით კვლევის საკითხებს; არის 1 გამოგონების პატენტის მფლობელი. გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ერითროციტების ფიზიკო–ქიმიური მახასიათებლები გესტოზით გართულებული ორსულობის დროს", დაიცვა 1991 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ორსულობის მეტაბოლური უზრუნველყოფის ადაპტაციურ–კომპენსაციური მექანიზმები", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.266 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |