The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესარიონ ტყეშელაშვილი

ბესარიონ ტყეშელაშვილი
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1960  (63 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს.

1984–2000წწ. იყო აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი; 2000–2002წწ. ამავე ინსტიტუტის კლინიკის ხელმძღვანელი; 2004–2008წწ.  "დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის", მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2008 წლიდან დღემდე "დავით გაგუას კლინიკის", კონსულტაციისა და დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ორსულობის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის მეცნიერული საფუძვლების, ბიოლოგიური მემბრანების ბიოფიკური მეთოდებით კვლევის საკითხებს; არის 1 გამოგონების პატენტის მფლობელი. გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ერითროციტების ფიზიკო–ქიმიური მახასიათებლები გესტოზით გართულებული ორსულობის დროს", დაიცვა 1991 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ორსულობის მეტაბოლური უზრუნველყოფის ადაპტაციურ–კომპენსაციური მექანიზმები", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.266

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაცია, დამფუძნებელი (2010-)
  • საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინტოლოგთა ასოციაცია, წევრი (2000-)
  • საქართველოს უროგინეკოლოგიის ასოციაცია, გენერალური მდივანი (2007-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: