The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ჭაჭია

დაბადების თარიღი:9 ნოემბერი, 1949  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

საბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სტავროპოლის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1974-1975წწ. იყო გროზნოს ქალაქის IV საავადმყოფოს ქირურგი–ორდინატორი; 1975-1983წწ. თბილისის რესპუბლიკური ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1983 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნეიროქირურგიის კურსის ასისტენტი და დოცენტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული კლინიკის ნეიროქირურგიული განყოფილების გამგე; ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის. ჰეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "თავის ტვინის "მოცულობა–წნევის" ურთიერთდამოკიდებულებების გამოკვლევის შედეგები ქალაშიდა ტრავმული დაზიანების და ინტრაცერებრული სიმსივნის მქონე ავადმყოფებში", დაიცვა 1982 წელს კიევში.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.349

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: