The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა ჭიპაშვილი

მანანა ჭიპაშვილი
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1952  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დონეცკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1974-1976წწ. გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატურა; 1976-1992წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1992-1997წწ. უფროსი მასწავლებელი; 1997 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი; ავტორია 3 სახელმძღვანელოსა და 51 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ეკოლოგიის, გენეტიკის, ადამიანის ანატომიის, ემბრიოლოგიის, ფილო და ონტოგენეზს, ასევე ანტროპოგენეზს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ბარძაყის კუნთების აგებულებისა და ბიომექანიკის დინამიკა ფილო და ონტოგენეზი", დაიცვა 1990 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ანატომთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • გენეტიკოსთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ემბრიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • პარაზიტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: